როგორ შეაპარა ქართულმა ოცნებამ კანონში ჩანაწერი ფიზიკურ პირებზე. მეორე მოსმენის დროს ქართულმა ოცნებამ აყალმაყალი ატეხა, ოპოზიცია დარბაზიდან გააძევა, მესამე მოსმენას კი სულ რაღაც 67 წამი დაუთმო ასევე ოპონენტების გარეშე. ვარაუდობენ, რომ სწორედ ამ მონაკვეთში - მეორე და მესამე მოსმენის შუალედში ოცნებამ რუსული კანონი კიდევ უფრო გაამკაცრა.